პროექტის მთავარი იდეა: შევისწავლეთ
ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ისტორიული ძეგლების შესახებ, რის შედეგადაც გაჩნდა
სურვილი და ინტერესი მოგვეძიებინა ინფორმაცია და გაგვეგო უფრო მეტი თანამედროვე მსოფლიოს
შვიდი საოცრების შესახებ. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას და მასალებს მსოფლიოს
ახალი საოცრებების შესახებ, როგორიცაა ჩინეთის
დიდი კედელი, კოლიზეუმი, მაჩუ-პიქჩუ, პეტრა, თაჯ-მაჰალი, ქრისტეს ქანდაკება, ჩიჩენ-იცა.
პროექტის აქტუალობა: მასალისა და
ინფორმაციის მომზადება, დამოუკიდებლად კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების, სოციალური უნარ-ჩვევების,
დამოუკიდებლად დასკვნებისა და გადაწყვეტილებების გაკეთების უნარ-ჩვევების განვითარება.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები
მოიძიებენ ინფორმაციას, შესაბამისად განუვითარდებათ კვლევა-ძიების, დამოუკიდებლად აზროვნების
უნარი, გაიმდიდრებენ ცოდნას, ლექსიკურ მარაგს, ისწავლიან ელექტრონული პრეზენტაციის
გაკეთებას.
მოსწავლეთა ასაკი: 13-14 წელი.
ვადები/ხანგძლივობა: ორი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ახალი
მსოფლიო საოცრებების შესახებ, გაიმდიდრებენ ცოდნას, ისწავლიან ელექტრონული პრეზენტაციის
კეთებას და წარდგენას, განუვითარდებათ ცხოვრებისთვის მნიშვვნელოვანი უნარები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
წიგნი, კომპიუტერი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1. მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად მათთვის
სასურველი თანამედროვე მსოფლიო საოცრების/საოცრებების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად,
ვანაწილებთ დროს.
აქტივობა 2. ვანაწილებთ დავალებებს ჯგუფში,
შევიმუშავებთ სამუშაო გეგმას.
აქტივობა 3. ინფორმაციის მოპოვება წიგნებსა თუ
ინტერნეტში.
აქტივობა 4. მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება,
პრეზენტაციისთვის დიზაინის შექმნა.
აქტივობა 5. პრეზენტაციის წარდგენა.
აქტივობა 6. შეფასება.
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
აქტიური მუშაობა
|
მოსწავლე არის პასიური, არ ერტვება მუშაობაში
|
მოსწავლე მეტ-ნაკლებად ჩართულია მუშაობაში.
|
მოსწავლე აქტიურადაა ჩართული მუშაობაში.
|
პროექტის შინაარსი
|
ინფორმაცია დაულაგებელი და არა ადეკვატურია, ჭირს აზრის გამოტანა.
|
მოცემულ ინფორმაციაში აზრი დალაგებულია, თუმცა ინფორმაცია მწირია.
|
აზრი სრულყოფილად და სწორადაა დალაგებული, ინფორმაცია სრულყოფილი და
დალაგებულია.
|
პრეზენტაცია
|
პრეზენტაცია უხარისხოა, ვიზუალურად არ არის გაფორმებული, პრეზენტატორი
უჭირს აზრის გადმოცემა, უშვებს შეცდომებს.
|
პრეზენტაცია ადეკვატურია, ვიზუალურად გაფორმებულია, თუმცა პრეზენტატორი
მას უინტერესოდ წარმოადგენს, მოსდის შეცდომები.
|
პრეზენრაცია კარგია, ვიზუალურად ლამაზათაა გაფორმებული, პრეზენტატორი
ინფორმაციას საინტერესოდ და ხარისხიანად წარმოადგენს.
|
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია
ისტ.VIII.16. მოსწავლეს შეუძლია
აღწეროს მსოფლიო კულტურის
შედევრები.
ისტ-ი
ის ტექნ. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული
საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა
და თანამშრომლობისათვის.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
თეა ჯინჭარაძე
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: jincharadzetea707.blogspot.com